ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ და ნატოზე გაკეთებულ განცხადბებეს აფასებს. ბოკერია აღნიშნავს, რომ მნიშველოვანია, ჩვენს საზოგადოებას ამ ამბის ადეკვატური შეფასება.
" რას გვეუბნება ღარიბაშვილი მისი ლოგიკით ხო - როცა უკრაინა მტერს მოიგერიებს, არ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დაცული იყოს და უნდა დაელოდოს, როდის დაესხმევა თავს რუსეთი ხელახლა, რომ ისევ დიდი მსხვერპლი დასჭირდეს?! საქართველოზეც იგივე ითქმის. რუსეთი დასუსტდება მას შემდეგ რაც მისი წარუმატებელი აგრესია უკრაინაში დასრულდება და ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ, რომ საფრთხე არ იყოს, ნატო აღარ უნდა გვინდოდეს?! რა სიბრიყვე და ბოდვაა. ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც, დასუსტებული რუსეთიც საფრთხე იყო და ჩვენს რეგიონში, შესაძლოა, ახალი საფრთხეებიც წარმოიშვას".- ამბობს ბოკერია.
მისი თქმით, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ნატოს, აშშ-ს გარდა, სხვა გარანტია ჩვენი უსაფრთხოებისთვის არ არსებობს.
"ამიტომ ღარიბაშვილის ეს განცხადება აჩვენებს სიბრიყვეს და ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის დამოკიდებულებას, რომელსაც უნდა უიმედობა და ნიჰილიზმი დანერგოს საზოგადოებაში, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ჩვენი ეროვნული ინტერესია დღეს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგობის დროს, ამ ტალღაზე, ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ოღონდ ეს ზრუნვა უკრაინისგან დისტანცირება კი არ არის, დასავლეთისგან და პირისპირ მარტო დარჩენა რუსეთთან. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყოლოდა, უნდა გვესარგებლა ამ ტალღით, რომ ვყოფილიყავით წინა რიგში, ნატოში გაწევრიანების პროცესში და ამის ნაცვლად, ჩვენ ვშორდებით ცივილიზებულ სამყაროს და ამით ეს რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უსაზღვროდ უზრდის საფრთხეს, თუ ის დაგვტოვებს მარტოს, პირისპირ რუსეთთან ისე, როგორც 90-იან წლებში მოგვივიდა".- ამბობს გიგა ბოკერია.