ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ სანქციებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს განცხადება უბრალოდ სასაცილო იქნებოდა, კობახიძე ივანიშვილის მარიონეტი და მთავარი სპიკერი რომ არ იყოს და ეს ხალხი რომ არ აკონტროლებდეს საქართველოს ბედს.
მისი თქმით, კობახიძე ფაქტობრივად აანონსებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოახვედრებს ჩვენს ქვეყანას.
“ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება, ეს არის ამ განცხადების შინაარსი” - თქვა გიგა ბოკერიამ.