ბათუმში ევრო 2023-ის ფინალურ მატჩში ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ინგლისელებმა გახსნეს – არბიტრის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კოულ პალმერის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი კურტის ჯონსს მოხვდა და ესპანელთა კარში გავიდა – 1:0.
მეორე ტაიმში ვერც ერთმა და ვერც მეორე გუნდმა გოლი ვერ გაიტანა.
ჩემპიონის ტიტული ინგლისმა ისტორიაში მესამედ მოიპოვა.