ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საგარეჯოში ნაციონალურ მოძრაობასა და ოპოზიციურ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერია აღნიშნა, ამ ამაზრზენი ძალადობით ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას კი არ უპირისპირდება, ის უპირისპირდება მთელი ჩვენი საზოგადოების მშვიდობას.
„ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს უთხრის ძირს, იმიტომ რომ როცა ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული მსგავსი ქმედებები ხდება ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა“ - თქვა გიგა ბოკერიამ.