ხაბეიშვილი დაგვემუქრა ხელების დამტვრევით. იქნებ შეგვატყობინოთ, როცა პარლამენტში შემოვა, რათა პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ, ჩვენს ხელებს გავუფრთხილდეთ და მას არ დავამტვრევინოთ, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, დაჩი ბერაიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
„ბატონო თავმჯდომარევ, ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა, თხოვნით მოგმართოთ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილი დაგვემუქრა ხელების დამტვრევით. არ ვიცი, თან ძალადობას რომ გმობს და თან ხელების დამტვრევით გვემუქრება, ესენი როგორ ჯდება ერთმანეთთან. პრევენციული ღონისძიებები რომ ჩავატაროთ, უკეთესად რომ მოვემზადოთ, იქნებ შეგვატყობინოთ, როცა ხაბეიშვილი შემოვა პარლამენტის შენობაში. დამუქრების შემდეგ არ გამოჩენილა და იქნებ შეგვატყობინოთ, რომ ჩვენს ხელებს გავუფრთხილდეთ და მას არ დავამტვრევინოთ“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: “როდესაც ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელი, თავად არის ზონდერიც, თავად არის ის კრიმინალები, ვისაც აორგანიზებენ ეს ჩმორები, ჩვენ მოგვიწევს აუცილებელი მოგერიების პირობებში თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილის მსგავს ჩმორებს პირდაპირი მნიშვნელობით. არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ”.