ევრო 2023-ის მეოთხედფინალურ შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ 1-ელ ივლისს გამართავს.
ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში რამაზ სვანაძის გუნდს მეოთხედფინალური თამაში „მიხეილ მესხზე“ უნდა ეთამაშა, მაგრამ მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე ახლა მატჩს ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს. აღნიშნული ინფორმაცია მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა, რამაზ სვანაძემ დაადასტურა.