ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. რამაზ სვანაძის გუნდი ამ შეხვედრამდე პირველ ადგილზე იყო და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში გასასვლელად ერთი ქულაც ჰყოფნიდა.
გოლი საქარველოს ნაკრებმა გახსნა, ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა, ნიდერლანდებმა კი ანგარიში მე-6 კომპენსირებულ წუთზე ტეილორის გოლით გაათანაბრა. საბოლოოდ ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
მეოთხედფინალში, 1-ელ ივლისს C ჯგუფის გამარჯვებული ინგლისი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" პორტუგალიას დაუპირისპირდება, ხოლო 2-ში საქართველო C ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება.