ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბელგიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ბელგიებემა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.
მეორე ტაიმის 52-ე წუთზე კი სხვაობა წიტაიშვილმა შეამცირა. 87-ე წუთზე კი გულიაშვილმა წონასწორობა აღადგინა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 27 ივნისს, ნიდერლანდებთან გამართავს. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 4 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს 2-2 ქულით ბელგია და ნიდერლანდები იყოფენ, ხოლო პორტუგალია 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა.