ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმიანება.
"ეს გულწრფელად მისასალმებელი სიახლეა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უსამართლობა გამოასწორა. ნიკა გვარამიას პატიმრობა სამართლიანობის დაცინვა იყო", - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.