საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმიანება.
„მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.