საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ეროვნულ სტადიონზე წინა ტურნირის ფინალისტი პორტუგალია დაამარცხა.
რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ გამართა და 2:0 გაიმარჯვა.
37-ე წუთზე წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ გაგუამ ზუსტად დაარტყა – 1:0. ტაიმის ბოლოს კი, წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ, კართან საზონოვი გაიხსნა და შესვენებამდე საქართელოს ნაკრები დააწინაურა – 2:0.
ჩვენი გუნდი მეორე მატჩს 24 ივნისს ბელგიასთან გამართავს.