საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა გლაზგოში ჯგუფის ლიდერ შოტლანდიასთან გამართა და 0:2 დამარცხდა.
ძლიერი წვიმის გამო მოედანზე წყალი დადგა და ბურთის გაგორება შეუძლებელი გახდა. მე-6 წუთზე შოტლანდიელებმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გახსნეს – გოლი კალუმ მაკგრეგორმა გაიტანა.
ამის შემდეგ უნგრელმა არბიტრმა იშტვან ვადმა თამაში 20 წუთით შეაჩერა, მაგრამ პაუზა საათ-ნახევარი გაგრძელდა და მატჩი საბოლოოდ საქართველოს დროით 00:34 წუთზე განახლდა.
მეორე ნახევარში შოტლანდიელებმა მეორე გოლიც გაიტანეს. გოლის ავტორი სკოტ მაკტომინეი გახდა.
დამატებულ მე-3 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, შოტლანდიელებმა შესარჩვ ჯგუფში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს, საქართველოს ნაკრებმა კი მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი შეხვედრა წააგო.