საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა ლარნაკაში კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრები მატჩის პირველ ნახევარში გიორგი მიქაუტაძემ დააწინაურა, გამარჯვების გოლი კი მეორე ტაიმში ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.
შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ 20 ივნისს, გლაზგოში გამართავენ.