უეფა-მ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, – ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"სენსაციური იყო კვარაცხელიას პირველი სეზონი სერია A-ში, რომელიც დაეხმარა ნაპოლის 1990 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოპოვებაში და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი თამაშები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მეტსახელად "კვარადონა" შეარქვეს, რაც ნაპოლის არგენტინელ ლეგენდაზე, დიეგო არმანდო მარადონაზე მიანიშნებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.