აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევს აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ სხდომაზე ისაუბრა.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს, რუსული მხარის ინიციატივით გაიმართება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.