აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შეასახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
„შეერთებული შტატები, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ვიმედოვნოთ, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება დაცული და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების სიწმინდის დაცვაზე. თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება დაცული, შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „კვირაში ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება და ყველას უნდა უნდოდეს, რომ ეს დასრულდეს“.
„როგორც პრეზიდენტი, მე ერთგული დავრჩები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის, ევროპელებთან ერთად, და ეს იქნება მყარი მშვიდობა! ცეცხლის შეწყვეტამ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს. მე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები,“ - აღნიშნა ტრამპმა.