სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მან რუსეთის ლიდერს ვლადიიერ პუტინს სიტყვა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა.
„იცით, მე პრეზიდენტ პუტინს სიტყვა მივეცი, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და ის შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განუცხადა ვუჩიჩმა რუსულ მედიას.
მან ხაზი გაუსვა ბელგრადისთვის პუტინთან მოლაპარაკებების და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.
„ჩვენ გვაქვს ამოცანა, დიდი ამოცანა, შევინარჩუნოთ დიდი სამამულო (ომის), გამარჯვების ხსოვნა. ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. და მადლობა თბილი დახვედრისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის“, - განაცხადა ვუჩიჩმა.