დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელგოროდის ოლქში შექმნილ ვითარებას ეხმიანება და ამბობს, რომ დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაცია სრულმასშტაბიან ომად გადაიქცა.
„როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს, დღეს კი ჩვენი სპეცოპერაცია ომის ფაზაში გადავიდა და უკვე პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბელგოროდის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში აფეთქებებია და ადამიანები იღუპებიან, რას აკეთებენ მესაზღვრეები, სად იყვნენ სამხედროები, როდესაც დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები შეიჭრნენ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
„ეს მათი პასუხისმგებლობაა. ისინი არ წარმოადგნენ თავდასხმის სამინისტროს, ისინი არიან თავდაცვის სამინისტრო, ამიტომ ვალდებულები არიან ქვეყანა დაიცვან“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები იმყოფებიან და მათთან ბრძოლა მიმდინარეობს.
რუსული მედიის ცნობით, ოლქის ტერიტორიაზე ამოქმედდა საგანგებო გეგმა სახელწოდებით „ედელვეისი“.
უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ და „რუსული მოხალისეთა კორპუსი“ მოქმედებს და უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხობის ზოლს“ ქმნის.