რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა „სქრინები“, სადაც ჩანს, რომ რუსულ ავიაკომპანიას თავის ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი.
ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვალში აღარ იძებნება. ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.