ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილითავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მელია აღნიშნავს, რომ მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი „რუპორეპისათვის“ კი პოლიტიკურ სივრცეში ადგილი არ დარჩება.
„ადამიანი, რომელიც არის პარლამენტში და არავის წარმოადგენს, გარდა კონკრეტული ადამიანების რუპორისა და ჩვენამდე მოაქვს ხმა ჩრდილისა და წარსულის სიღრმიდან.
თაკო ჩარკვიანი, რომელზეც არასდროს დავწერდი სტატუსს, საკუთარ თავს მაინც რომ წარმოადგენდეს პოლიტიკურ, თუ საჯარო სივრცეში. ის ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ… „ექსკლუზიურად“ თითო სიუჟეტში ორჯერ მოხვედრის უფლებით…
პოლიტიკა საჯარო საქმეა, პასუხისმგებლობა სიმართლე და ღირსება აქ ბრძოლის მთავარი იარაღია….თანმიმდევრულობა კი მიზნის მიღწევისკენ მიმავალი სწორი, მაგრამ რთული გზა…
მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი „რუპორეპისათვის“ კი პოლიტიკურ სივრცეში არც ადგილი დარჩება და არც დეპუტატის მანდატი“, – წერს ნიკა მელია.