ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ კაშია „სლოვანთან“ ერთად სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ.
ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის „სლოვანმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონატი. „სლოვანმა“ სტუმრად 2:1 „ბანსკა ბისტრიცა“ დაამარცხა. ამ შეხვედრაში დუბლი ალეკსანდარ ჩავრიჩმა შეასრულა. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო გურამ კაშია მატჩის განაცხადში არ ყოფილა, რადგან მცირე ტრავმის გამო ისვენებდა.
კაშია და კანკავა ზედიზედ მეორედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები, აი, ჩაკვეტაძისთვის კი ეს ტიტული პირველია.