ლუკა კილაძე 15-წლამდე ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონია. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაციია ავრცელებს.
„პირველად, 21 წლის შემდეგ!!! ლუკა კილაძე - მსოფლიო ჩემპიონია!!!
ლუკამ, 9-იდან 7 ქულით გაიმარჯვა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!
აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკთა შორის!
ქართველი ჩემპიონის მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა არიან“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.