დღეს, 21 ნოემბერს, კალათბურთში სუპერლიგის მესამე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება. ტურის ცენტრალური მატჩი კი სპორტის სასახლეში შაბათს 14:00 საათზე დაიწყება. „შსს" აგრარული უნივერსიტეტის გუნდს „სსაუს" ეთამაშება.
20 ნოემბერს სპორტის დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს, „შსს" თავკაცი კახა შენგელია და გუნდის კაპიტანი ლევან მიქაბერიძე, აგრეთვე აგრარული უნივერსიტეტის გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე და კაპიტანი ბექა წივწივაძე ესაუბრნენ.
"ტრავმების გამო გუნდის ორი ლიდერი ირაკლი ბერიშვილი და გიორგი მარკოიშვილი გამოგვაკლდება, რაც დიდი დანაკლისია. ამის მიუხედავად აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ. შანსებსაც თანაბრად ვაფასებ, გულშემატკივარს კი სანახაობრივ თამაშს ვპირდები", - განაცხადა "შსს" მწვრთნელმა კახა შენგელიამ.
"სსაუს" მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე მიიჩნევს, რომ ორივე გუნდს მატჩის მოგების თანაბარი შანსი აქვს.
"როგორც ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ", - განაცხადა მიხეილ კობეშავიძემ.