დღეს, 21 ნოემბერს ტექნიკურ ცენრტ "ბასაში" ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე მე-17 ყრილობა იმართება.
დღის წესრიგი სამი საკითხისგან შედგება: სფფ-ის წესდებაში ცვლილებების შეტანა, აღმასკომის წევრთა არჩევნები და სხვადასხვა.
ყრილობის დასრულებისთვის საბოლოოდ გაირკვევა ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას გუნდის შემადგენლობა.
ყრილობა ჟურნალისტებისთვის დახურულა და ოფიციალური კომენტარები ყრილობის დასრულების შემდეგ გაკეთდება.