მეზობლებს არ ირჩევენ და ჩვენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლება არ გვაქვს. ალბათ კოკოითი მისცემს რომელიმეს (მედვედევი პუტინი) ხმას, თუმცა არ ვიცი რომელს. ალბათ უფრო პუტინს ხომ? თუმცა იმასაც აქვს მნიშვნელობა თუ სად იქნება ამ დროს იგი. ციხეში თუ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტზე - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "ეხო მოსკოვის" ჟურნალისტისათვის მატვეი განაპოლსკისათვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე პასუხის გაცემისას - მზად არის თუ არა საქართველო იმ რუსეთისათვის, რომელიც, "ვიკილიქსის" მასალების მიხედვით 2024 წლამდე პუტინის რუსეთი იქნება?
"იცით, საგარეო პოლიტიკა ისეთი რამ არის რა თქმა უნდა ჩვენ არ მოგვიწევს იმ არჩევანის გაკეთება თუ ვის უნდა ვესაუბროთ. ამ არჩევანის გაკეთება რუს ხალხს მოუწევს და მე მიჭირს იმის თქმა თუ რას გადაწყვეტს ის. სამწუხაროდ, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ თავად რუსი ხალხიც კი არ იღებს მონაწილეობას არჩევანის გაკეთებაში.
ალბათ არჩევანს ის ორი გმირი გააკეთებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. ჩვენ კი ვალდებულნი ვიქნებით მას ველაპარაკოთ ვინც იქნება. საქართველოს არ შეუძლია თქვას, რომ ამა თუ იმ ადამიანს არ დაელაპარაკება, ვინც არ უნდა იყოს ის, ვინაიდან ეს ჩვენი პირადი არჩევანი არ არის - ეს სახელმწიფოებრივი არჩევანია, სახელმწიფო პოლიტიკაა და არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება განაცხადოს, რომ ვიღაცასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს", _ აცხადებს ვანო მერაბიშვილი.