საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას განცხადებით, ახალი სისტემა, რომელიც საგადასახო სისტემის საჯაროობას და ტრანსფარენტულობას შეუწყობს ხელს, ამ სისტემის განვითარებისთვის ხდება.
მისი თქმით, საგადასახადო სისტემისთვის საჯაროობა აუცილებელია.
"მთავრობის მიერ შემუშავებულ "ახალ კურსში" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია საგადასახადო სისტემის საჯაროობას. საჭიროა, რომ სექტორული შემოწმებები გახდეს საზოგაოდებისთვის გამჭვირვალე და საჯარო. ბიზნესმენებისთვის მხდება ტრეინინგი, რომელიც ამ სისტემაში შეტანილი ცვლილებების მათთვის გაცნობისთვის იქნება კარგი. მათი ინფორმირებულება მოხდება ბუკლეტების და სახელმძღვანელოების გავრცელებითაც. ეს სახელმძღვანელოებ როგორც ქართუ და ინგლისურ, ასევე თურქულ ენაზეც დაიბეჭდება. საჯაროობა და ტრანსფარენტულობა კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს საგადასახადო სისტემის განვითარებას, რაც მეწარმეებში მეტ ნდობას გამოიწვევს საგადასახადო სისტემი მიმართ. ნდობა გაიზრდება გადამხდელებშიც", - განაცხადა კემულარიან ფინანსთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ეს ბუკლეტები შეიქმნება ბიზნეს-სფეროების მიხედვით, საგადასახადო სისტემის შესახებ შექმნილი სახელმძღვანელოები ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელვანი იქნება, მათი ინფორმირებისთვის.