არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პარლამენტთან აქციებზე დაკავებულ იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას.
2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.
“მოვუწოდებთ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს - აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები;
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება”, - .აღნიშნულია ინფორმაციაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
Women's Initiatives Supporting Group
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
Rights Georgia / უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR