მარნეულში ორი მუშა საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას გათხრილ ორმოში ჩავარდა, რომელთაგან ერთი დაიღუპა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჯეიჰუნ მუჰამედალი ავრცელებს.
"მარნეულში დღეს ამ თხრილში ორი მუშა ჩავარდა ერთი გარდაიცვალა. მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ფოტოში ეს თხრილი სასწრაფო წესით ნახევრად გავსებულია, რადგან საშინელი სანახაობა არ ჩანდეს. მარნეულში წლებია ინფრასტრუქტურა საშინელ დღეშია და დღეს ისევ უბედურება გადატრიალდა.
როდის იზრუნებენ ამ ხალხზე? ამ ხალხის პრობლემა როდის პრობლემად იქნება აღიარებული და მოგვხედავენ? ასეთი თხრილები ძალიან ბევრია ქუჩებში“,- წერს მუჰამედალი.