საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპის დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდნენ.
ლვოვში ჩასულმა ევროპელმა დიპლომატებმა პატივი მიაგეს რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას. მათთან ერთად იმყოფებოდა უკრიანის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და ლვოვის მერი ანდრეი სადოვი.
„დღეს ჩვენ ევროპის დღეს უკრაინასთან და მის ხალხთან ერთად აღვნიშნავთ, რადგან ოჯახში სიხარულიც და გაჭირვებაც გაზიარებულია. საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ჩვენ უკრაინასთან ერთიანები ვართ ხანგრძლივი მშვიდობისთვის, მომავლისთვის, რომლისაც გვჯერა“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.