დღეს, 10 დეკემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და საქპატენტის ორგანიზებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სადისკუსიო შეხვედრა გაიმართება.
დისკუსიის თემაა "ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები".
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქპატენტის, სხვადასხვა საგამომცემლო სახლის, მუზეუმების, სახელოვნებო წრეების, მედიასაშუალებების და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე იმსჯელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებების, ასევე სასაქონლო ნიშნების დაცვის მექანიზმებზე საქართველოში. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე.