კონსერვატორიის დიდ დარბაზში საოპერო მუსიკის კონცერტზე ქართველი მსმენელები პირველად შეხვდებიან საქვეყნოდ აღიარებულ მომღერლებს _ ვირტუოზ ჩინელ ტენორს იანგ იანგს და განუმეორებელ მეცო-სოპრანოს დანიელა პინის.
კონცერტში მონაწილეობს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით. პროგრამაშია ფრაგმენტები ჯოაკინო როსინის უკვდავი ოპერებიდან "აბრეშუმის კიბე", "იტალიელი ქალი ალჟირში", "სევილიელი დალაქი", "კონკია", "ქურდი კაჭკაჭი".
ცნობილი ვირტუოზი ტენორი იანგ იანგი არის ჩინეთის ცენტრალური ეროვნული ოპერის თეატრის სოლისტი.
იანგ იანგი მრავალი პრემიითა და პრიზით არის დაჯილდოებული _ მომღერალი ჩინეთის ხელოვნების მეთორმეტე ფესტივალის ლაურეატი და სამთავრობო ჯილდოს მფლობელია; იგი პირველი ტენორია, რომელიც იუნესკომ დააჯილდოვა სპეციალური პრიზით, იტალიის `დონ ჯოვანის საერთაშორისო საოპერო კონკურსში" წარმატებული მონაწილეობისთვის; იანგ იანგმა მოიპოვა ოქროს მედალი ჩინური მუსიკის მეოთხე კონკურსზე `ოქროს ზარი"; ჩინეთის რადიოს, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიის სამინისტრომ მომღერალი დააჯილდოვა მსემენელის სიმპათიის ოქროს პრიზით; ასევე მოპოვებული აქვს ჩინეთის ნაციონალური მეთერთმეტე სატელევიზიო ვოკალური კონკურსის გრან პრი და ა.შ.
იანგ იანგი ჩინეთის მთავარ საოპერო სცენებზე ხშირად ასრულებს ტენორის მთავარ პარტიებს ოპერებში "დონ ჯოვანი", "ჯადოსნური ფლეიტა", `ფიდელიო~, "სევილიელი დალაქი", "კონკია", "ტრავიატა", "ჯანი სკიკი", აგრეთვე, მოცარტის `რეკვიემში~, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაში. ჩინეთის ნაციონალურ დიდ თეატრში იანგ იანგი ასევე მღერის ეროვნულ ოპერებში `ქინ ში ხვანგი და დიდი კედელი", `დაშინიანგ~. 2008 წელს შედგა მისი დებიუტი ტან დუნის ოპერაში `ჩაი~. მომღერალი ხშირად მუსიცირებს ჩინეთის ნაციონალურ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
იანგ იანგს ჩინეთის მრავალ ქალაქში აქვს გამართული სოლო კონცერტები. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი წარმატებული სოლო კონცერტი იტალიაში, რომელსაც მუსიკალურად ხელმძღვანელობდა მილანის ვერდის კონსერვატორიის პრეზიდენტი ლუიჯი მარცოლა.
იანგ იანგის შესრულებით გამოცემულია რამდენიმე დისკი.
დანიელა პინიმ დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტის მუსიკის ისტორიის ფაკულტეტი, სწავლობდა მაესტრო ანჯელო ბერტაჩის ხელმძღვანელობით მოდენაში. მომღერლის ამპლუაში მისი დებიუტი შედგა იზაბელას პარტიით როსინის ოპერაში `იტალიელი ქალი ალჟირში~ და დორაბელას პარტიით მოცარტის ოპერაში `ასე იქცევა ყველა ქალი~.
დანიელა პინის შესრულებული აქვს შემდეგი საოპერო პარტიები: ანჟელინა, როზინა, მელიბეა, იზაბელა, ამენაიდა (როსინის ოპერებში: "კონკია", `სევილიელი დალაქი~, ~მოგზაურობა რაიმსში~, `იტალიელი ქალი ალჟირში~, "ტანკრედი"), ზიბელი (შარლ გუნოს `ფაუსტი~), სუზუკი (ჯაკომო პუჩინის `ჩიო ჩიო სანი~), პოლინესო (ჰენდელის `არიოდანტე~), ქერუბინო, ანიო (მოცარტის `ფიგაროს ქორწინება~, `ტიტუსის გულმოწყალება~), აგრეთვე მონაწილეობდა ლეონარდ ბერნსტაინის ოპერაში `კანდიდი~.
დანიელა პინის რეპერტუარი, ოპერების გარდა, მოიცავს მეცო-სოპრანოს პარტიებს შემდეგ სასულიერო ჟანრის ნაწარმოებებში: პერგოლეზის შტაბატ Mატერ, როსინის Pეტიტე Mესსე შოლენნელლე და შტაბატ Mატერ, მოცარტის რეკვიემი, ბეთჰოვენის საზეიმო მესა, (წმინდა ჩეჩილიას გუნდი რომში), ჰენდელის მესია, ვივალდის შტაბატ Mატერ და Gლორია.
დანიელა პინის ხშირად მასპინძლობენ ბოლონიის, ტრიესტეს, სასარის, პარმის, გენუას, ვიტერბოს, ფრანკფურტის, შტუდგარდტის, ბრიუსელის, ოსაკას, ტოკიოს, ნაგოიას თეატრები და საკონცერტო დარბაზები.
მომღერალი თანამშრომლობს შემდეგ ცნობილ დირიჟორებთან: აბადო, ტემირკანოვი, ორენი, რენცეტი, ფრიცა, არივაბენი, მარტინი, კასადეუსი, შიმონე, ლუისოტი, სპინოსი, მარკონი, მარიოტი, კალეგარი, ნოსედა.
დანიელა პინი თანამშრომლობს შემდეგ რეჟისორებთან: ვიკი, ლავია, ვერთმიულერი, პიზი, გასპარონი, მაკ ვიკარი, რონკონი, დე ანა, ბრუკი.
დანიელა პინის უახლოესი ანგაჟემენტებია: გამოსვლა ტოკიოს ნაციონალურ თეატრში მოცარტის ოპერით "ასე იქცევა ყველა ქალი" და სიეტლში როსინის ოპერით "კონკია".
კონცერტი იმართება მე-13 საერთაშორისო ფესტივალის "საახალწლო მუსიკალური შეხვედრების" ფარგლებში.
კონცერტი 20 დეკემბერს 19 საათზე გაიმართება.