როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გაბრალებენ შენ სრულ სისულელეს – ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ, როდესაც თვითონ იყვნენ მწამებლის შემფარებლები წლების განმავლობაში, იქ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გარკვეული ტიპის ფორმატებში მონაწილეობა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთია უკრაკნელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინი ხელისუფლების ქმედებები.
„ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლება როდესაც აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ, როდესაც ისინი პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ და პირდაპირ პროვოკაციულ ქმედებებს გვთავაზობენ, ასეთ დროს რა თქმა უნდა, ისინი მინიმუმამდე დაიყვანენ ჩვენს შესაძლებლობას, რომ ჩავერთოთ ოფიციალურ ფორმატებში. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ერთია უკრაკნელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინი ხელისუფლების ქმედებები, რაც ძალიან სამწუხაროა. გაგრძელდება კომუნიკაცია, თანამშრომლობა კონკრეტული მიმართულებებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა იყოს სათანადოდ გამოხატული. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გაბრალებენ შენ სრულ სისულელეს – ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ, როდესაც თვითონ იყვნენ მწამებლის შემფარებლები წლების განმავლობაში, იქ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გარკვეული ტიპის ფორმატებში მონაწილეობას. ეს არის რეალობა. მძიმეა ძალიან ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.