პოლიტიკურად სააკაშვილის ინტერესშია, რომ წონაში დაიკლოს. მაგალითად, არ მიაქვთ პური და მიაქვთ მჭადი, შეგნებულად ცივი მჭადი მიაქვთ, რომ საჭმელი უგემური იყოს და ბევრი არ მოუნდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომ მუდმივად მისმა პატრონებმა ისაუბრონ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც მისივე ოჯახი ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, გამაოგნებელია.
„ეს ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახია. ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები. ეს უბრალოდ კატასტროფაა. ეს მეტყველებს, რომ ყოველგვარი სიწმინდისგან არის დაცლილი ეს ოჯახი. პენიტენციური სამსახურის მიერ მიტანილ საკვებს არ იღებს. ნათქვამი აქვს, რომ მხოლოდ ოჯახის მიერ მიტანილ საკვებს მიუღებს და ოჯახს შეგნებულად მიაქვს დაბალი კალორაჟის მქონე საკვები. პოლიტიკურად მის ინტერესშია, რომ წონაში დაიკლოს. მაგალითად, არ მიაქვთ პური და მიაქვთ მჭადი, შეგნებულად ცივი მჭადი მიაქვთ, რომ საჭმელი უგემური იყოს და ბევრი არ მოუნდეს. სააკაშვილი უარს ამბობს, მიიღოს სათანადო კალორაჟის საკვები სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან და ოჯახს ამის სანაცვლოდ მიაქვს დაბალი კალორაჟის საკვები, რაც უბრალოდ გამაოგნებელია“, – განაცხადა კობახიძემ.