ხვალ, 21 ნოემბერს, მალტაში არქივების 41-ე საერთაშორისო კონფერენცია _ "21-ე საუკუნის არქივისტი. განათლებისა და სწავლების ახალი სტრატეგია" _ დასრულდება. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მალტაში გაემგზავრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან არქივების საერთაშორისო ასოციაცია, მალტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო და მალტის ეროვნული არქივი.
კონფერენციაზე იმსჯელეს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე არქივის შესაძლებლობების გაზრდაში. შეხვედრაზე ექსპერტები წარადგინეს ახალი იდეები და ახლებური მიდგომა არქივისტების განათლების სფეროს განვითარებაში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტი ქვეყნის არქივის დელეგაციამ. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრები გამართა უცხოელ კოლეგებთან.
კონფერენცია 17 ნოემბერს გაიხსნა.