ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ანუ ეს არის ერთადერთი ეპიტეთი, რომელიც მას მიესადაგება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს: „ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალები“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის“.
„გახარია არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი მის მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.