ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არც ქუჩის რესურსი, არც არჩევნების რესურსი და მიზეზი არის ის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ყველა ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არც ქუჩის რესურსი, არც არჩევნების რესურსი და ამას აქვს ერთი და იგივე მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის დაინახა ისიც, თუ როგორ უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დღეს არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი ქუჩაში, 24-შიც დააანონსა „ნაცმოძრაობამ“ აქცია, თუმცა იქაც იმავე სურათს ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.