„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება უნგრეთის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის ინიციატივის დაბლოკვას.
მისი თქმით, ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან საერთო კოორდინაციას, რომელიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ.
„უნგრეთს ამ შემთხვევაში ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია, რაც ძალიან მისასალმებელია და გვინდა, თითოეულ ევროპარლამენტარს ამასთან დაკავშირებით მადლობა გადავუხადოთ. ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს საკვანძო ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მედიის ცნობით, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის ინიციატივა, გამოეთქვათ პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.