ხაშურში "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მხადამჭერების აქცია გამართა.
ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათ აქციებს აუცილებლად ექნება შედეგი.
"ჩვენ გავალთ შედეგებზე, ქართველ ხალხთან ერთად, ცხადია. ბევრი უიმედობა ნახა ამ ხალხმა, 100 000-იც შეიკრიბნენ, 140 000-იც, მაგრამ შედეგი არ იყო. მე ვიძლევი პირობას, ხალხთან ერთად შედეგზე გავალ. სხვანაირად არც კი წარმომიდგენია.
რაც შეეხება მასშტაბურს, დაგველოდეთ, ჩემო ძვირფასებო, ყველა ქალაქში იქნება, ყველა რაიონში იქნება. მე დავდივარ, ყველა ქალაქში ჩავალ, ყველა სოფელში, მათ შორის, ჩვენ აგერ რამდენიმე დღეში გავხსნით ქუთაისში პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მე ვაპირებ, ყველა რაიონში ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ და ამ ხალხს ჰქონდეს შეკრების ადგილი, რომ მებრძოლმა ადამიანებმა უზრუნველყონ, მათ შორის, სხვა თავისი მეზობლების, მეგობრების, ნათესავების დარწმუნება. 80%-ს ევროკავშირი რომ უნდა, აი, ამისთვის იბრძვის ეს ხალხი. ეს ადამიანები არიან სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულები, ადგილობრივები, რომლებსაც უნდათ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. ვინმემ დააანონსა მასშტაბური [აქცია]? მასშტაბურს როცა დავაანონსებთ, მერე დაგვთვალეთ, ჩემო ძვირფასებო" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "პირველის ეთერში.