დღეიდან, 8 დეკემბრიდან, საატესტატო გამოცდების საცდელი ტესტირება დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მისი მიზანი საატესტატო გამოცდების აპრობაციაა.
ტესტირება რვა საგანში ტარდება და მასში საქართველოს 83 სკოლის 7 000-ზე მეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იღებს მონაწილეობას. საცდელი ტესტირებისათვის შერჩეულია არაქართულენოვანი სკოლებიც. საცდელი ტესტირება 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები რვა გამოცდას ჩAთ-ის სიტემით ჩააბარებენ.