მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესს ესწრება. სასამართლოში გამოცხადებული შესვენების დროს მან მედიასთან თქვა, რომ ექსპერტებს უკვე დასახელებული აქვთ დიაგნოზები, რაც პატიმრის გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.
"ჯანმრთელი ადამიანი ჩამოვიდა აქ. [პროცესები ყოველდღიურად] უნდა გაიმართოს, და საერთოდ, უკვე უნდა დამთავრებული იყოს, იმიტომ, რომ უკვე დაიდო ისეთი დიაგნოზები, რამდენიმე დიაგნოზია, რომელიც პირდაპირ ათავისუფლებას ადამიანს ყველაფრისგან. თქვა რომ ეს არის კახექსია, მალაბსორცია, ეს ყველაფერი არის მიზეზი, რომ საერთოდ გაათავისუფლონ ადამიანი, მანამდეც, დემენცია ახსენეს, მოწამლულია ადამიანი, სხვა რაღა უნდა ითქვას კიდევ, მე არ ვიცი", - თქვა ალასანიამ.