სხვათა შორის, პატრიარქის დაბადების დღის მილოცვა მივიღეთ, სადაც ის მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს. როდემდე გამძლეობას?, - თქვა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე.
„პატრიარქის მოლოცვა მივიღეთ, სადაც მხნეობას და გამძლეობას უსურვებს. როდემდე გამძლეობას? ეს ადამიანი უსასრულო ხომ არ არის. როდემდე გაძლებს, რა გამძლეობაზეა ლაპარაკი? ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, შეიგრძნოს ახალი რეალობაო. რომელია ეს ახალი რეალობა, რომ ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო და საბოლოოდ გავხდით რუსეთის პროვინცია? ეს არის დღეს ჩვენი რეალობა“, – აღნიშნა ალასანიამ.
კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე და ახალი წელი მიულოცა. "გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად", - წერია ილია II-ს მილოცვაში.