დღეს, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია იგეგმება. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული აღნიშნული ტერიტორია გამუდმებით მოითხოვს დასუფთავებას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ჯვრის მონასტრის იმ ტერიტორიას დაასუფთავებენ, სადაც ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა. მცხეთის კომუნალური სამსახურის მიერ მობილიზებული იქნება ნაგავმზიდი მანქანები. ისინი უზრუნველყოფენ დაგროვილი ნარჩენების აღნიშნული ტერიტორიიდან გატანას.