გიული ალასანიას თქმით, ვერ ხედავს სალომე ზურაბიშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვის საჭიროებას. მისი თქმით, პრეზიდენტს ყველანაირი ინფორმაცია აქვს და აქვს ბერკეტიც, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯი:
„არ მიფიქრია, რომ სალომე ზურაბიშვილს მივმართო, ძალიან ბევრი ხალხი მიმართავს და საკმარისია მე ვფიქრობ. არ ვიცი, ჩემი თხოვნა რა საჭიროა, როცა ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული აქვს. ამ ადამიანს ყველანაირი უფლება აქვს, რომ გადადგას ეს ნაბიჯი და ჩემი მიმართვა რას შეცვლის? “, - განაცხადა ალასანიამ.
მან მადლობა გადაუხადა აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ათონელის რეზიდენციასთან უწყვეტს პროტესტს მართვენ.