პლენარულ სხდომაზე აჭარის სკვერებსა და ბულვარებში ცხოველების ყოფნის მარეგულირებელი ნორმები განიხილეს. იმსჯელეს საკითხზე, რომლის მიხედვითაც, სკვერებსა და ბულვარში ალიკაპისა და საბმელის გარეშე ძაღლის გადაადგილება დაუშვებელი იქნება.
გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა პროექტის ავტორებს სთხოვეს, გაითვალისწნონ ისეთი ჯიშების ძაღლები, რომელთათვისაც ალიკაპის გამოყენება შეუძლებელია.
პროექტით, მკაცრად ისჯება სკვერში შინაური ცხოიველის მიერ ექსკრიმენტის გამოყოფა. მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი დაინტერსედა, რამდენადაა აჭარის ადგილობრივი ადმინისტრაცია მზად, რომ სკვერებსა და ბულვარში სპეციალური ადგილების მოწყობა უზრუნველყოს.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი აჭარის უმაღლესი საბჭოა. მომხსენებელმა პეტრე ზამბახიძემ აღნიშნა, რომ მეორე მოსმენისთვის შენიშვნებს გაითვალისწინებს და დამატებით კონსულტაციებს გამართავს.