დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე მაღაზიაში მალფუჭებადი პროდუქტის შეტანის თარიღის დაფიქსირების ინიციატივით გამოდის.
"რამდენიმე დღის წინ ტელევიზიებში იყო შემაშფოთებელი გადაცემები ქვეყანაში კვების პროდუქტების შესახებ, სადაც გენმოდიფიცირებული პროდუქტის გარდა, საუბარი იყო, რომ მაღაზიებში მალფუჭებადი პროდუქტები რამდენიმე თვის განმავლობაში იყიდება", - აღნიშნა ერგემლიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ გერმანიაში, მაღაზიაში დილით დაკეპილი ხორცი საღამოს ნახევარ ფასად იყიდა, ხოლო საქართველოში ვადაგასულ პროდუქტები მაღაზიიდან არათუ არ გააქვთ, არამედ მათ ფასსაც კი არ აკლებენ.
"გაჭირვებულ ადამიანს ერთხელ მაინც მიეცეს შესაძლებლობა, რომ ხანდახან იაფად მაინც გასინჯოს ხოლმე ხორცი", - განაცხადა ერგემლიძემ.