გორში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. აქ გორის რაიონული პოლიცია, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სამხარეო საპატრულო პოლიცია განთავსდება. 
შენობა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მხარის გუბერნატორთან და მოსწავლეებთან ერთად გახსნა. 
თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება 6 თვის განმავლობაში შენდებოდა, იგი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ძველი საპატრულო პოლიციის შენობა რუსული აგრესიის დროს დაზიანდა