ირაკლი კობახიძის თქმით, კირის ბოლომდე უნდა გაირკვეს შესაძლებელია თუ არა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა სახალხო დამცველის კანდიდატურაზე. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ უმრავლესობაში გვქონდა კონსულტაციები. გარკვეულ პოზიციები ამ თმაზე ჩამოყალიბდება. ამის საფუძველზე დღეს, სავარაუდოდ, იქნება კონსულტაციები ოპოზიციასთან და კვირის ბოლომდე რაღაც უნდა გაირკვეს - უნდა ვიცოდეთ არის თუ არა შესაძლებელი კონსენსუსი მიღწევა. ჯერ დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, უნდა დაველოდოთ შიდა კონსულტაციებს, რომლებიც ოპოზიციასთან გაიმართება და ამის შემდეგ უკვე საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი გარკვეული დეტალები“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე საკუთარ პოზიციას დღევანდელ შეხვედრაზე გააცნობს - ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დღეს შედგება.