“მარტივი ტყუილი თქვა [კასიანოვმა]. 2008 წელი თქვა... 2008 წლის აგვისტოს ომი გაგრძელდა 2 დღე. 8 აგვისტოს დაიწყო ომი, 9-ში გაგრძელდა და 10-ში სააკაშვილმა ცალმხრივად შეწყვიტა ცეცხლი. პირდაპირ გამოვიდა და ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. რა იარაღი უნდა გვეყიდა ან ვინ მოასწრებდა იქ იარაღის მოწოდებას, მესამე დღის თავზე ცეცხლი შეწყდა და 12 აგვისტოს უკვე შეთანხმება გაფორმდა. მეხუთე დღეს საერთოდ ყველაფერი დასრულებული იყო და პირველი, მეორე და მესამე დღეს უკვე ცალმხრივად ცეცხლი შეწყვიტა. რა იარაღი უნდა მიგეღო [უკრაინისგან] იმ 3 დღის განმავლობაში? მარტივად გასაშიფრი ტყუილია.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ "სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას 2008 წელს"
კასიანოვის თქმით, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის მიწოდებაზე.