მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ - ყველაფერში ფსევდოები არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან აბიციურ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებითა და მენტალიტეტით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში რატი იონათამიშვილის შესახებ გამოქვეყნებული დისკრიმინაციული ფოტოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„სინამდვილეში ყველაზე ჩამორჩენილი კასტა, ვინც კი არის საქართველოში, სწორედ არიან ისინი, ვინც ასეთ რაღაცებს აეკეთებს. ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები - ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში, მე ასე ვიტყოდი. ეს არის ის კასტა, რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს, მათ სიბნელეს საზღვარი არ აქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.