ჩადენილია დანაშაულები და შეფარდებულია სასჯელი, სამართალს სჭირდება აღსრულება, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მათ შორის სააკაშვილის პატიმრობამ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
„სადაც არ არის სამართლის უზენაესობა, იქ არ არის არც ევროპა, არც ევროკავშირი და არც არაფერი. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მივყვეთ სამართლის აღსრულების კონსტიტუციურ პრინციპს - ეს არის მთავარი. და როგორ შეიძლება სამართლის აღსრულება გახდეს ბარიერი იმ გზაზე რასაც ჰქვია დასავლური ინტეგრაცია. ეს ხომ წარმოუდგენელია. მაშინ გამოდის რომ არავითარი ღირებულება არ არსებობს. ამიტომ ჩვენ გავყვებით სამართლის უზენაესობას“, - თქვა კობახიძემ.